
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ არის, თუმცა, მისი თქმით, ამისთვის "აუცილებელია პირობების შექმნა."
ოკუპანტი სახელმწიფოს მეთაურმა დონალდ ტრამპთან შეხვედრის გეგმაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამგვარი შეხვედრისთვის გაერთიანებული საემიროები შესაფერისი ადგილი იქნებოდა.
"ჩვენ ბევრი მეგობარი გვყავს, რომლებიც მზად არიან დაგვეხმარონ ამ ტიპის ღონისძიების ორგანიზებაში. ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტია. ვფიქრობ, ჩვენ გადავწყვეტთ, მაგრამ ეს იქნება ერთ-ერთი შესაფერისი, საკმაოდ შესაფერისი ადგილი", - თქვა პუტინმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების მიმართ ინტერესი ორივე მხარემ გამოხატა და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო პირველი, ვინც ამაზე ისაუბრა.