
პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ვლადიმირ პუტინმა სხვა არაერთ საკითხთან ერთად, ისრაელ-ირანის დაპირისპირებაზეც ისაუბრა.
მისი თქმით, ირანი და რუსეთი, "პრინციპში, ერთსა და იმავე ძალებს უპირისპირდებიან."
"[ამ კონფლიქტში] მეტი რა უნდა გაგვეკეთებინა? სამხედრო მოქმედებები დაგვეწყო? ჩვენ ისედაც ვაწარმოებთ ამგვარ მოქმედებებს იმათ წინააღმდეგ, ვინც ჩვენს იდეალებს ეწინააღმდეგებიან და ვინც რუსეთის ფედერაციას საფრთხეს უქმნიან. ისინი კი, პრინციპში, როგორც რუსეთის, ისე ირანის შემთხვევაში, ერთსა და იმავე ძალებს წარმოადგენენ და ისინი შორს, ზურგს უკან იმალებიან", - თქვა მან.
ოკუპანტი სახელმწიფოს მეთაური ამბობს, რომ კრემლი ესაუბრება, როგორც "ირანელ მეგობრებს", ასევე ისრაელის მხარეს და მათ უბრალოდ, "იდეებს სთავაზობს."
"ასეთ ვითარებებში, უმჯობესია, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ, რათა პროცესი არ დაზიანდეს, მაგრამ, ჩემი აზრით, არსებობს შესაძლო საერთო წერტილები. ჩვენ ორივე მხარეს ვაცნობთ ჩვენს პოზიციას. როგორც იცით, ჩვენ კონტაქტზე ვართ ისრაელთან და ჩვენს ირანელ მეგობრებთან.
ჩვენ არ ვცდილობთ შუამავლობას, ჩვენ უბრალოდ ვთავაზობთ იდეებს. და თუ ისინი ორივე ქვეყნისთვის მიმზიდველი იქნება, ჩვენ სიამოვნებით ვიმუშავებთ... ახლა ჩვენი წინადადებებიც განიხილება, თითქმის ყოველდღიურად გვაქვს კონტაქტი ჩვენს ირანელ მეგობრებთან, ასე რომ, ვნახოთ", - განაცხადა პუტინმა.