პუტინი ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებებით კმაყოფილია და "უმაღლეს შეფასებას" აძლევს

პუტინი ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებებით კმაყოფილია და "უმაღლეს შეფასებას" აძლევს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საუდის არაბეთში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრის შედეგებით კმაყოფილია და ამბობს, რომ "უმაღლეს შეფასებას" აძლევს.

"მე მომახსენეს [ერ-რიადში რუსეთ-აშშ-ის მოლაპარაკებების შედეგი], მე უმაღლეს შეფასებას ვაძლევ, შედეგი არის", - თქვა მან.

მან თქვა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა დაწყებულია და აღნიშნა, რომ დიპლომატების გაძევებას "კარგი არაფერი მოაქვს".

ვლადიმერ პუტინმა გუშინ გამართული შეხვედრის მთავარ მიზნად მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის "ნდობის გაზრდა" დაასახელა.

საუდის არაბეთში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების მოლაპარაკებები 18 თებერვალს გაიმართა და 4 საათს გაგრძელდა. შეხვედრა ერ-რიადში, სამეფო რეზიდენციაში მიმდინარეობდა.

მხარეები უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესაძლებლობების განსახილველად შეიკრიბნენ, თუმცა უკრაინის ოფიციალური პოზიციაა, რომ ისინი არ ცნობენ შეთანხმებებს, რომლებშიც უკრაინა არ არის ჩართული.

შეხვედრაზე ამერიკულ მხარეს წარმოადგენდნენ - სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვოტკოფი.

რაც შეეხება რუსულ მხარეს, ერ-რიაში იმყოფებიან - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში იური უშაკოვი.

რა თქვა რუსულმა და ამერიკულმა მხარემ საუდის არაბეთში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ