რეჟიმი რესტორანში ჩოქვით შესული მოსამართლეების დასაცავად. რეჟიმს დაკავებული ჰყავს არაერთი მშვიდობიანი მომიტინგე, რომელიც კლანის ქეიფს აპროტესტებდა. სასამართლოს წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეები უკვე სასამართლოში გადაიყვანეს. დაკავებულების მიმართ ამჯერადაც არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი. პოლიცია რესტორან ბაბილოში დარაჯობდა გართობას მოსამართლეებისა, რომლებიც უდანაშაულო, ნაცემ და ნაწამებ ადამიანებს ციხეში უშვებენ და რეჟიმის ყველა ბრძანებას უსიტყვოდ ასრულებენ. საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია ამ ფონზე დემონსტრაციულად ჩატარებულმა კორპორაციულმა ღონისძიებამ.