ცესკო ამბობს, რომ რუს პროპაგანდისტს, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული, НТВ-ს მედია აკრედიტაცია ჰქონდა.
"საარჩევნო ადმინისტრაცია ადგილობრივი თუ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს არეგისტრირებს ონლაინ პლატფორმაზე მათი განცხადების შემთხვევაში და ის რევიზიას გადის მხოლოდ საარჩევნო კანონთან და არა სხვა კანონებთან მიმართებაში. რაც შეეხება იმას, იმყოფებოდა თუ არა ეს პირი ქვეყანაში და აშუქებდა თუ არა საარჩევნო პროცესს, ამაზე ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს და ვერც გვექნება", - ამბობენ ცესკო-ში.
***
უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი, ალექსანდერ მალკევიჩი თბილისში არჩევნების დღეს იმყოფებოდა. მას ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული.
როგორც რუსი პროპაგანდისტი, მალკევიჩი არის ევროკავშირის, აშშ-ის, კანადისა და სხვა ქვეყნის სანქციების ქვეშ. არჩევნებში ჩარევის გამო აშშ-ის ალექსანდრ მალკევიჩზე ძებნა აქვს გამოცხადებული და მასზე ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებისთვის 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოს აწესებს.
Rewards for Justice ეძებს ინფორმაციას მალკევიჩზე, რომელიც იყო რუსეთის სამოქალაქო პალატის მასმედიის კომისიის წევრი იყო, რომელიც რუსეთის მთავრობას კონსულტაციებს უწევს.
სულ მცირე 2019 წლიდან, მალკევიჩი იყენედა თავის კომპანიას - ეროვნული ღირებულებების დაცვის ფონდს, რათა ტროლების ქარხნის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის სახელით გლობალური გავლენის ოპერაციებისთვის შეეწყო ხელი. როგორც პრიგოჟინი, ისე მისი ტროლების ქარხანა, ინტერნეტ-კვლევის სააგენტო 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო დასანქცირდნენ.