რუს პროპაგანდისტს, რომელიც არჩევნებზე თბილისში იყო, ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული

რუს პროპაგანდისტს, რომელიც არჩევნებზე თბილისში იყო, ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელს, ალექსანდერ მალკევიჩს, რომელიც თბილისში არჩევნების დღეს იმყოფებოდა, საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ. ინფორმაცია, რომ პროპაგანდისტი თბილისში იმყოფებოდა ორგანიზაციამ - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე გაავრცელა, მოგვიანებით ფაქტი თავად მილკევიჩმა ერთ-ერთი რუსული ტელეარხის ეთერში დაადასტურა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის საიტზე იძებნება ინფორმაცია, რომ 2023 წლის აგვისტოში ალან გაგლოევი ტელეკომპანია სანქტ-პეტერბურგის დამფუძნებელს, ალექსანდრ მალკევიჩს შეხვდა. ასევე ინტერნეტ სივრცეში იძებნება მალკევიჩის ფოტოებ, რომლებზეც ჩანს რომ ის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება.

როგორც რუსი პროპაგანდისტი, მალკევიჩი არის ევროკავშირის, აშშ-ის, კანადისა და სხვა ქვეყნის სანქციების ქვეშ. არჩევნებში ჩარევის გამო აშშ-ის ალექსანდრ მალკევიჩზე ძებნა აქვს გამოცხადებული და მასზე ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებისთვის 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოს აწესებს.

Rewards for Justice ეძებს ინფორმაციას მალკევიჩზე, რომელიც იყო რუსეთის სამოქალაქო პალატის მასმედიის კომისიის წევრი იყო, რომელიც რუსეთის მთავრობას კონსულტაციებს უწევს.

სულ მცირე 2019 წლიდან, მალკევიჩი იყენედა თავის კომპანიას - ეროვნული ღირებულებების დაცვის ფონდს, რათა ტროლების ქარხნის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის სახელით გლობალური გავლენის ოპერაციებისთვის შეეწყო ხელი. როგორც პრიგოჟინი, ისე მისი ტროლების ქარხანა, ინტერნეტ-კვლევის სააგენტო 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო დასანქცირდნენ.