საქართველოს პროკურატურის ცნობით, აშშ-ში წითელი ცირკულარით ძებნილის ექსტრადიცია განხორციელდა - უწყების განცხადებით, ბრალდებული 70 მილიონი დოლარის ოდენობის კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლების საქმეზეა დაკავებული.
მათი ინფორმაციით, ბრალდებული აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ტრანსნაციონალური ხასიათის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფულის გათეთრების განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის იძებნებოდა.
POG-ში აღნიშნავენ, რომ ის წარმოადგენდა მის მიერ შექმნილი მასშტაბური დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, მან სულ მცირე 20 თაღლითური ონლაინ საინვესტიციო პლატფორმა შექმნა.