პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალი წარუდგინა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ თებერვლის თვეში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში, არასრულწლოვანმა ბრალდებულმა თავისივე "პიტბული"- ჯიშის ძაღლს სასტიკად აცემინა მეტისის ჯიშის ძაღლი, რამაც ცხოველის დაღუპვა გამოიწვია", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, არასრულწლოვანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა.