პროევროპული მარშის პარალელურად ქართველი ემიგრანტები ევროპის ქალაქებში აქციებს გამართავენ

პროევროპული მარშის პარალელურად ქართველი ემიგრანტები ევროპის ქალაქებში აქციებს გამართავენ

თბილისის და რეგიონების პროევროპული მარშის პარალელურად, საქართველოს მოქალაქეები სოლიდარობის აქციებს ევროპის ქალაქებში გამართავენ. შეკრებები დაგეგმილია სტრასბურგში, ვალენსიაში, მადრიდში, ბარსელონასა და ლონდონში.

ქართველი ემიგრანტების თქმით, საქართველოს ისტორიული ადგილი სწორედ ევროპაშია, ამიტომ მნიშვნელოვანია დღევანდელ მარში და 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობა.

"სტრასბურგში მცხოვრები ქართველები ვუერთდებით საქართველოში დაგეგმილ აქციას "გზა ევროპისკენ" და ვირჩევთ ევროპულ, განვითარებულ საქართველოს, რათა ერთხელ და საბოლოოდ დავასრულოთ ემიგრაცია და დავბრუნდეთ ჩვენს ქვეყანაში", - ამბობს ქართველი ემიგრანტი ფორმულას ეთერში.

***

"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - დღეს თბილისში, 19:00 საათზე 4 ლოკაციიდან თავისუფლების მოედნამდე მარში გაიმართება. პროევროპულ მარშს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდება.

თბილისის პროევროპული მარშის პარალელურად აქციები რეგიონებშიც არის დაგეგმილი. აქციების მონაწილეები ახლოს მდებარე ქალაქებიდან თბილისში ჩამოვლენ.