"ხვალ თქვენთან ერთად ვიქნები" - პრეზიდენტი პროევროპულ მარშს შეუერთდება

"ხვალ თქვენთან ერთად ვიქნები" - პრეზიდენტი პროევროპულ მარშს შეუერთდება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ხვალინდელ პროევროპულ მარშს შეუერთდება.

როგორც ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ხალხი გავიდეს გარეთ და აჩვენოს თავის ნება.

"ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ ხვალ იქნებით ძალიან ბევრი, მე ხვალ თქვენთან ერთად ვიქნები. ეს არის ძალიან დიდი დღე იმიტომ, რომ ჩვენი სტაბილურობაც არის ამაზე დამოკიდებული. ყველაზე მნიშვნელოვანია, მშვიდად გავიდეს ხალხი და აჩვენოს თავის ნება, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ევროპულ მომავალს.

მე დარწმუნებული ვარ ასეც მოხდება, ჩვენ უარს ვეტყვით და დავემშვიდობებით ერთპარტიულობას, პოლარიზაციას, ერთმანეთის სიძულვილს, რადგან ის გზა, რომელზეც ვდგებით ახლა, და რომელიც უალტერნატივოა, არის გზა განვითარების, მშვიდობის, განათლების და რომელმაც უნდა გაგვაერთიანოს - ეს ვერ იქნება სიძულვილის გზა. ვიცი, რომ ბევრი ადამიანი გამოვა ხვალ", - თქვა ზურაბიშვილმა.

***

"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - 20 ოქტომბერს თბილისში, 19:00 საათზე 4 ლოკაციიდან თავისუფლების მოედნამდე მარში გაიმართება.