ორბანი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ბუდაპეშტის წინააღმდეგ მუქარას პასუხი ექნება

ორბანი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ბუდაპეშტის წინააღმდეგ მუქარას პასუხი ექნება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ბუდაპეშტის წინააღმდეგ მუქარას პასუხი ექნება.

„ზელენსკი ღიად დაემუქრა უნგრეთს. მან აღიარა, რომ „დრუჟბას“ ნავთობსადენს ბომბავენ, რადგან ჩვენ არ ვუჭერთ მხარს მათი ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს ნიშნავს, რომ უნგრეთმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო... ზელენსკის სიტყვებს გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება,“ – აღნიშნა ორბანმა.

მისივე თქმით, „ევროკავშირში შანტაჟით, დაბომბვებითა და მუქარით შესვლა შეუძლებელია“.

შეგახსენებთ, რომ 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ზელენსკიმ განაცხადა: „დრუჟბას ნავთობსადენის არსებობა უნგრეთის პოზიციაზეა დამოკიდებული,“ – რამაც ბუდაპეშტში მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია.