
ვიეტნამში ტაიფუნმა "კაჯიკი" მსხვერპლი და დიდი ზარალი გამოიწვია. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია მინიმუმ სამი ადამიანი, ხოლო 10 დაშავდა.
სტიქიამ დააზიანა თითქმის 7 ათასი სახლი, დატბორა 28 800 ჰექტარი ბრინჯის ნაკვეთები და წააქცია 18 ათასი ხე. ქარმა და წვიმამ 331 ელექტრობოძი ჩამოაგდო, რის გამოც ელექტრომომარაგება შეწყდა რამდენიმე პროვინციაში, მათ შორის თან ჰოაში, ნგე ანში, ჰა ტინში, ტაი ნგუენში და ფუ თოში.
ჰანოიში ძლიერი წვიმების შედეგად ქუჩები დატბორილი და პარალიზებული იყო. ქალაქის რამდენიმე უბანში ავტომობილები მთლიანად წყალში ჩაიძირა. წყლით იყო გარშემორტყმული საცხოვრებელი ზონებიც, მაშინ როცა ქვეყანა ეროვნული დღის მასშტაბურ აღლუმისთვის ემზადება.