არაჩვეულებრივი განწყობაა მართლაც პროტესტის ეს 25 დღე, არაერთი და მრავალი მარში, რომელიც ასახავს მართლაც მთელ ქვეყანას, ყველა რეგიონს, საზოგადოების ყველა სეგმენტს და ეს ნამდვილად ძალიან დიდი ძალაა და ცხადია, რომ ეს ძალიან დიდი ძალა აშინებს ზოგ-ზოგს. თუმცა არაფერი საშიში არ იყო გუშინ. მე ვნახე ძალიან დიდი რაოდენობა სხვადასხვა ფორმის პოლიციელების თავისუფლების მოედანზე და ვერ გავიგე, რისი ეშინოდათ, რატომ ეშინოდათ ჩემი ხმის, ჩემი დგომის, თქვენი დგომის და კიდევ რისი ეშინოდათ, არ ვიცი. ჩვენ არაფერ სხვას არ ვაპირებდით, თუ არა ერთმანეთთან საუბარს.
განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში.