პრესის თავისუფლების 2023-ის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა

პრესის თავისუფლების 2023-ის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) პრესის თავისუფლების ინდექსს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციითაა გაუარესებული.

ქვეყანა რეიტინგში 103-ე ადგილს იკავებს. მანამდე საქართველო 77-ე ადგილს იკავებდა.

RSF-ს ცნობით, საქართველოს რეიტინგი 2021 წლიდან უარესდება. კერძოდ, 2022 წელს ქვეყნის რეიტინგი 29 პოზიციით გაუარესდა. ამაზე გავლენა 2021 წლის ივლისში განვითარებულმა მოვლენებმა იქონია, როდესაც ჰომოფობიურად განწყობილი მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა 50 ჟურნალისტი, ერთი კი დაიღუპა.

"ბოლო რეიტინგში საქართველოს ადგილი 26 პოზიციით გაუარესდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში არც ერთი სხვა ქვეყანა არ ჩამოვარდნილა რეიტინგში ისე, როგორც საქართველო", - ამბობენ ორგანიზაციაში.