პოლონეთის ელჩი: მე ბელარუსშიც ვიყავი ელჩი, საქართველოში სიტუაციის გართულება ძალიან მაშინებს

რა თქმა უნდა, ჩემი გამოცდილება სპეციფიკურია და ეს მე რამდენიმე პარლამენტარს, პრემიერმინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს გავუზიარე, რადგან მე ბელარუსშიც ვიყავი ელჩი. და შემიძლია ვთქვა, რომ სიტუაციის გართულება ძალიან მაშინებს. მაგრამ მწამს, რომ ამას ქართველი ხალხი გაუმკლავდება და პოლიტიკურად გადაჭრის ამ სიტუაციას ერისთვის სასარგებლოდ. გისურვებთ საუკეთესოს ევროპულ გზაზე და პოლონეთი ყოველთვის თქვენ გვერდით არის.

განაცხადა პოლონეთის ელჩმა საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩმა.