პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს წევრი ქვეყანა გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომაროებამ გაავრცელა.

განცხადების თანახმად, პოლონეთი მომდევნო 6 თვის განმავლობაში ევროკავშირის საბჭოს უხელმძღვანელებს.

"ჩვენ მზად ვართ, მომდევნო 6 თვის თანამშრომლობისთვის, ინოვაციებისთვის და საერთო მიღწევებისთვის. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უფრო უსაფრთხო, ძლიერი და ერთიანი ევროპისთვის", - წერია განცხადებაში.

პოლონეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა უნგრეთისგან გადაიბარა.