შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო.
დაკავებულია 6 პირი, 1 კი მხილებულია.
სამართლადამცველებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და მჭიდი ბრალდებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას იპოვეს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.