პოეტ ზვიად რატიანს თავს დაესხნენ

პოეტ ზვიად რატიანს თავს დაესხნენ

პოეტ ზვიად რატიანს თავს დაესხნენ. როგორც ის TV პირველთან ყვება, მას რამდენიმე ადამიანის სახლის სადარბაზოსთან დაესხა თავს, როდესაც აქციაზე წასვლას აპირებდა.

"სადარბაზოდან გამოვედი და ფეხი უკნიდან დამიდეს... შეიძლება ვერ შევამჩნიე, მაგრამ, მგონი, ოთხნი იყვნენ. ფეხი დამიდეს, წავიბორძიკე, ცოტა გადამირბინეს და გაიქცნენ", - თქვა პოეტმა.

რატიანის თქმით, თავდასხმის დროს მისთვის არაფერი უთქვამთ:

"აღარ ვიცი, ამისთვის მადლობა გადავუხადო, თუ რა ვქნა, მაგრამ არა, არაფერს იძახდნენ. წამაქციეს, ცოტა დამარტყეს, მაგრამ მე აღარ ვიცი, ორი კვირის დაძველებით, ძველი ტრავმები, ახლები, ერთი რაც არის, ხელზეა და შარვალი დამესვარა, ახალი ლაქები აქვს".

პოეტი ზვიად რატიანი 29 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს დააკავეს, რა დროსაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. სასამართლომ მას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.