უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებას არ აპირებს და მისი თქმით, ამის გაკეთებას არც ადრე არ აპირებდა.
"უკრაინაზე არ არის ზეწოლა და არც შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა, ასეთი ჭორები დროდადრო გვესმის, მაგრამ ორი რამ უნდა გავიგოთ. პირველი - არ შეიძლება კონფლიქტის გაყინვას „მშვიდობა“ უწოდო და მეორე - რუსეთის ფედერაცია არავისთან არაფერზე მოლაპარაკებას არ აპირებს და არც არასდროს აპირებდა ამის გაკეთებას. ის ან მოიგებს ამ ომს, ან წააგებს", - ამბობს პოდოლიაკი.
რუსეთის პრეზიდენტმა G20-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "რუსეთს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებაზე უარი არასდროს უთქვამს". ამასთან, პუტინმა უკრაინაში მიმდინარე ომს "ტრაგედია" უწოდა.
უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხს მას შემდეგ განიხილავენ, რაც უკრაინის ტერიტორიიდან ჯარებს გაიყვანენ.