უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, დღეს რუსეთმა უკრაინაზე დრონებით ყველაზე მასიური თავდასხმა განახორციელა.
"რუსეთს ყოველთვის სძულდა უკრაინა და დიდი ხნის განმავლოაბში ცდილობდა მის განადგურებას, ხელში ჩაგდებას და რუსებით დასახლებას. სწორედ ამიტომ, დღეს, გასული საუკუნის 30-იანი წლების რუსული გენოციდის 7 მილიონი მსხვერპლის - ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, რუსეთმა უკრაინაზე დრონებით ყველაზე მასიური თავდასხმა განახორციელა, ძირითადად კი კიევზე.
რუსეთმა ეს მიზანმიმართულად გააკეთა, მხოლოდ სამოქალაქო ობიექტებს დაუმიზნა. განზრახული აქვს მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობა, შეშინება, დამცირება, გატეხა. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ თუ რატომ არ აქვს აზრი რუსეთთან მოლაპარაკებებს", - ამბობს პოდოლიაკი.
დღეს ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს რუსულმა ძალებმა უკრაინაზე შეტევა განახორციელეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა კიევის მიმართულებით 75 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა.