პლენარულ სხდომათა დარბაზში პრეზიდენტის შესვლისას ქართული ოცნების დეპუტატები ფეხზე არ წამოდგნენ.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც უმრავლესობის წევრები პრეზიდენტს არ მიესალმნენ. ოქტომბერში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განახილვისას ზურაბიშვილის დარბაზში შესვლის დროს უმრავლესობა ფეხზე არ წამოდგა.
დღეს, 6 თებერვალს სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებას წარადგენს. პრეზიდენტის რანგში ეს მისი ბოლო მოხსენება იქნება.
"დღეს ბოლოჯერ კი არ ვდგავარ, პირველად ვდგავარ როგორც ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის პრეზიდენტი. გილოცავთ", - განაცხადა ზურაბიშვილმა გამოსვლისას დაწყებისას.