პლატფორმა Freebusiness.ge-ზე დონაციის განყოფილება დაემატა

პლატფორმა Freebusiness.ge-ზე დონაციის განყოფილება დაემატა

პლატფორმა Freebusiness.ge-ს დონაციის განყოფილება დაემატა. პლატფორმაზე ის ბიზნესსექტორია გაერთიანებული, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწერვიანების შეჩერებას ეწინააღმდეგება.

დონაციის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ხელოვნებისა და სხვა ფონდების მხარდაჭერაა.

"დემოკრატიული პროცესებისთვის ხელშეწყობა საზოგადოების ერთ-ერთი ვალდებულებაა. ამ პლატფორმის მიზანია ერთ გარემოში მოუყაროს თავი ყველა იმ აქტორს, ვინც აძლიერებს დემოკრატიას და გაუმარტივოს საზოგადოებას მათი ხელშეწყობა. ეს არ არის ერთიანი ფონდი, საზოგადოების თითოეული წევრი (მოქალაქე, მცირე, საშუალო თუ დიდი ბიზნესი) ინდივიდუალურად წყვეტს ვის და რა ხანგრძლივობით დაეხმაროს" - წერია პლატფორმის გვერდზე.