პისტორიუსი: უკრაინის დამარცხება საფრთხეს შეუქმნის საქართველოსა და მოლდოვასაც

პისტორიუსი: უკრაინის დამარცხება საფრთხეს შეუქმნის საქართველოსა და მოლდოვასაც

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა, გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინადადებები უკრაინის ტერიტორიის ნაწილობრივ დათმობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მსგავსი კომპრომისი უკრაინისთვის კაპიტულაციას გაუტოლდებოდა.

პისტორიუსმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის დამარცხების შემთხვევაში საფრთხე შეექმნება არა მხოლოდ ნატოს ტერიტორიას, არამედ მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის მოლდოვას და საქართველოს. მისი თქმით, მიმდინარე ბრძოლა ეხება არა მხოლოდ სოლიდარობას უკრაინის მიმართ, არამედ ევროპის უსაფრთხოებას და მშვიდობას.

მინისტრმა ასევე დაადასტურა, რომ გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუგრძელებს, თუნდაც აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერის შემცირების შემთხვევაში.