გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი NATO-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, ყველაზე უარესი სცენარისთვის მოემზადონ. ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
"მე ვერ ვიწინასწარმეტყველებ, იქნება თუ არა NATO-ს ტერიტორიაზე თავდასხმა, მაგრამ, შესაძლოა, ეს 5-8 წელიწადში მოხდეს", - აღნიშნა მან.
ამასთან, გერმანიის თავდაცვის მინისტრი შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, დაამტკიცოს უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარება. მისი თქმით, ეს თავად აშშ-ის ინტერესებშია.
მანამდე, ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ საკუთარი სამხედრო ძალით, რუსეთი 3-5 წელიწადში, შესაძლოა, დიდი საფრთხე გახდეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის.