პირი, რომელმაც პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ შეხვედრაზე ისროლა, განეიტრალებულია. ინფორმაციას ოფიციალური პირები ადასტურებენ.
გარდა ამისა, ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმის დროს გარდაიცვალა შეხვედრაზე მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე, კიდევ ერთმა დაზიანებები მიიღო. ის კლინიკაში გადაიყვანეს და ექიმების შეფასებით მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
რაც შეეხება რესუბლიკელ პრეზიდენტობის კანდიდატს, ის უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
***
დონალდ ტრამპი პენსილვანიაში მხარდამჭერებს ხვდებოდა. სიტყვით გამოსვლის დროს ადგილზე რამდენიმე გასროლა მოხდა, რა დროსაც პრეზიდენტობის კანდიდატი ყურში დაიჭრა.