
კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის, ევროპისა და შეერთებული შტატების მიერ წარდგენილ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შემოთავაზებას განიხილავს.
"ჩვენ უნდა დავფიქრდეთ ამაზე, ეს მოვლენების ახლებური განვითარებაა. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია", - თქვა მან.
პესკოვმა გაიმეორა მოსკოვის პოზიცია, რომ ის ღიაა დიალოგისთვის და შუამავლების, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევას აფასებს. თუმცა, მან რუსეთზე ზეწოლის მცდელობებს უშედეგო უწოდა.