დღეიდან, 12 დეკემბრიდან, პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტმა გაავრცელა.
28 ნოემბერს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე გამოცხადდა, ხოლო 6 დეკემბრიდან ყვითელი დონე გამოცხადდა. პარლამენტში ონლაინმედიის წარმომადგენლებს შესვლა ეკრძალებოდა.