საქართველოს პარლამენტში მოხსენების დაწყებამდე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა ბუჩას ტრაგედიიდან 1 წლის თავზე, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
"სანამ მიმართვას დავიწყებდე, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს მეგობარ უკრაინას. დღეს არის ბუჩას ტრაგედიიდან 1 წლის თავი და გთხოვთ, პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით", - თქვა ზურაბიშვილმა.
2 აპრილს უკრაინამ ომის დაწყების შემდეგ პირველად კიევის რეგიონზე სრული კონტროლი დაიბრუნა. უკრაინელმა სამხედროებმა კიევის გარშემო 30-ზე მეტ ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს. მათ შორისაა ქალაქი ბუჩაც, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეებისადმი რუსული ჯარების სისასტიკემ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.
უკრაინის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მხოლოდ ბუჩაში 300-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.