პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებს 28 დეპუტატმა ხმა წინააღმდეგ მისცა. მომხრე 1 ადამიანი იყო.

შედეგად საკითხი ჩავარდა, ოცნებამ კი კანონპროექტის თავდაპირველი რედაქციით უყარა კენჭი და მხარი დაუჭირა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კვოტირების გაუქმებას ვეტო 18 აპრილს დაადო.

პარლამენტმა გენდერული კვოტები 4 აპრილს გააუქმა.

საარჩევნო სიებში გენდერული კვოტები 2020 წელს მიიღეს, როგორც დროებითი ზომა. გასული წლის თებერვალში კი პარლამენტმა გენდერული კვოტების ვადა გაახანგრძლივა და მას 2032 წლის ჩათვლით უნდა ემოქმედა. ამასთან დაკონკრეტდა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრისა და შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიების ყოველ ოთხეულში ერთი მაინც უნდა იყოს ქალი (და არა განსხვავებული სქესის). ხოლო საქართველოს პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის კი – ქალი პარტიული სიის ყოველ სამეულში უნდა იყოს.