ვნახეთ ასევე 1000-ლარიანი ახალგაზრდები, ხდება შეშვება ამა თუ იმ ლექტორთან აუდიტორიაში, ვნახეთ ბოლო ფაქტი ირაკლი კობახიძის ლექციაზე, იყო ჩაშლის მცდელობა - ადამიანი, რომელიც სტუდენტიც კი არ არის და საერთოდ თსუ-ის სტუდენტი არასდროს ყოფილა, სადაც იყო სტუდენტი, იქაც შეჩერებული აქვს სტატუსი. პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ, ნაციონალური მოძრაობის კოორდინირებით არის მცდელობა, რომ ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ. ოპოზიცია ცდილობს, ამ გარემოში გვამყოფოს და სწორედ ეს სეგრეგაცია და თანამედროვე ფაშიზმი დაამკვიდროს
განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა, პროტესტის ნიშნად, ამოშალეს საგანი, რომელსაც ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კითხულობს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თსუ-ის სტუდენტებმა ირაკლი კობახიძესპროტესტი გამოუცხადეს. 11 მარტს აუდიტორიასთან, სადაც ირაკლი კობახიძე ლექციას ატარებდა, მათ აქცია გამართეს.