თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია გამართეს აუდიტორიასთან, სადაც ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ლექციებს ატარებს.
გუშინ თსუ-ს სტუდენტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტში მშვიდობიანი აქცია დაგეგმეს, მიუვიდათ შეტყობინება, რომ ირაკლი კობახიძის ლექცია შაბათს არ ჩატარდებოდა.