"ზედმეტად ნეკროფილური გამოსვლა იყო, მე მგონი", - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატ თინა ბოკუჩავას გამოსვლა, რომელმაც თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის "პოლიტიკური სამარე გათხრილია".
დღეს პარლამენტში რუსულ კანონზე პარლამენტის ვეტო განიხილავენ.
"ივანიშვილის პოლიტიკური სამარე გათხრილია და თქვენ რომ შეგეძლოთ გამოსვლა ყოველდღე და დადგომა იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ამას საკუთარი თვალით დაინახავდით. ჩახედავდით ივანიშვილის პოლიტიკურ მომავალ სამარეს თვალებში. არჩევანი კი თქვენზეა, ჩაყვებით ივანიშვილის პოლიტიკურ სამარეს თუ არა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს.