
"ოცნების" შინაგან საქმეთა სამინისტრო 1 200 რკინის ხელბორკილის შესაძენად ტენდერს აცხადებს.
ცნობილია, რომ შესყიდვის მთლიანი ღირებულება 69 600 ლარია.
სატენდერო ოქმის მიხედვით, ტენდერთან დაკავშირებით ტექნიკური დოკუმენტაცია 17 კომპანიას გადაეგზავნა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, ხელბორკილების მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 80 დღეა, "მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 12 იანვრისა."
უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ტენდერი სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში "ოცნების" მიერ პროტესტის შემზღუდავი ცვლილებების შეტანას დაემთხვა.