
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მივიდა.
მოსალოდნელია, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან მისი შეხვედრის მთავარი საკითხი უკრაინის საჰაერო თავდაცვის თემა და კიევის მიერ შორ მანძილზე დარტყმების განორცილების შესაძლებლობები იქნება.
კერძოდ, პრეზიდენტების მიერ ბოლო განცხადებებიდან გამომდინარე, ყურადღება გამახვილდება უკრაინისთვის Tomahawk რაკეტების გადაცემის საკითხზე.
***
11 და 12 ოქტომბერს აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს.
ამ საუბრებში მათ განიხილეს რუსეთის თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. საუბარი ასევე შეეხებოდა საჰაერო თავდაცვის საკითხებსა და უკრაინის მიერ შორ მანძილზე დარტყმების განორცილების შესაძლებლობებს.
14 ოქტომბერს კი დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტი თეთრ სახლში ვიზიტს გამართავდა. მისი თქმით, შეხვედრაზე ზელენსკისთვის მთავარი საკითხი უკრაინისთვის Tomahawk რაკეტების გადაცემის საკითხი იქნება.
"[უკრაინის] პრეზიდენტი პარასკევს ჩამოვა. ვიცი რისი თქმაც უნდა, მას Tomahawk-ები სურს, ხოლო ჩვენ ბევრი Tomahawk გვაქვს", - განაცხადა ტრამპმა.