სუს: ამოღებული ნივთების შესახებ გამოიკითხებიან, დაკავებული არავინ არის

სუს: ამოღებული ნივთების შესახებ გამოიკითხებიან, დაკავებული არავინ არის

"ოცნების" სუს-ში ფურმულას განუმარტეს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები, ყოფილი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი და ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების შესახებ გამოიკითხებიან.

მათი განმართებით, ამ დროისთვის, ისინი დაკავებულები არ არიან.

"ამოღებული ელექტრომოწყობილობების და სხვა ნივთების, მათ შორის მათი წარმომავლობის შესწავლის შემდეგ გამოიკითხებიან და სამართლებრივი შეფასებებიც მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი. დღეს არავინ იკითხება და არც არავინ არის დაკავებული", - განმარტავენ სუს-ში.

ცოტა ხნის წინ "ოცნების" პროკურატურაში ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების: ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სახლების და პირადი ჩხრეკა ჩატარდა.

უწყებაში ასევე თქვეს, რომ მსგავსი ღონისძიებები ჩატარდა აღნიშნულ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კიდევ 8 პირთან მიმართებაში.

მათივე ცნობით, ამოღებულია "სხვადასხვა ელექტრული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა."