გიორგი ტუმასიანი: სომხეთში დაკავებული მებრძოლი, ვანო საბაშვილი თავისუფალია

გიორგი ტუმასიანი: სომხეთში დაკავებული მებრძოლი, ვანო საბაშვილი თავისუფალია

"სომხური თემის წარმომადგენლის" გიორგი ტუმასიანის განცხადებით, სომხეთმა რუსეთის საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეყვანილი ქართველი მებრძოლი, ვანო საბაშვილი გაათავისუფლა.

"სომხეთმა ვანო საბაშვილიც გაათავისუფლა გიორგი კინოიანის მსგავსად!", - წერს იგი.

ცნობისთვის, საბაშვილი სომხეთში 9 სექტემბერს დააკავეს.

იგი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში რვა წლის განმავლობაში მსახურობდა. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების პირველ ეტაპზე ის ინტერნაციონალური ლეგიონის რიგებში იბრძოდა. კონტრაქტის დასრულების შემდეგ საბაშვილი სამშობლოში დაბრუნდა. მოგვიანებით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ იგი უკრაინის მხარეს ბრძოლის გამო დაუსწრებლად გაასამართლა და პატიმრობა მიუსაჯა.

9 ოქტომბერს სომხეთში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიორგი კინოიანი გაათავისუფლეს.

იგი 8 სექტემბერს, სომხეთში რუსეთის ფედერაციის მიერ გამოცხადებული ძებნის საფუძველზე დააკავეს.