პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, მოლდოვასთან, უკრაინასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით საქართველო "ყველა პარამეტრით" წინაა.
პაპუაშვილის აზრით, საქართველო "დაჩაგრულია", ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებები კი "დამსახურებას" არ ეფუძნება.
"მისასალმებელია, რომ კვლავ არის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ამავე დროს, ჩვენ ვნახეთ გადაწყვეტილება, რომ ბოსნიას და ჰერცეგოვინასთან გაიხსნას მოლაპარაკებები. დღეის მდგომარეობით არის გადაწყვეტილება უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნი და ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს გადაწყვეტილებების უსამართლობას. საქართველო, რომელიც სამივე ქვეყანასთან შედარებით ლიდერია სამივე ქვეყანასთან შედარებით, აღარაფერს ვამბობ ბოსნია-ჰერცეგოვინაზე, საქართველო აბსოლუტურად ყველა პარამეტრითაა ლიდერი და არის დაჩაგრული.
ეს უსამართლობა ძალიან სამწუხაროა ევროკავშირის მხრიდან. კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სამწუხაროდ, გადაწყვეტილებები არ არის დაფუძნებული დამსახურებაზე. იმედი მაქვს, ევროკავშირი ამ წლის განმავლობაში მიიღებს საბოლოოდ სამართლიან გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით"- თქვა პაპუაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროპულმა საბჭომ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.