ფრედერიკ სტარი: პუტინი მალე წავა და როგორც კი ეს მოხდება, ბატონი ივანიშვილიც წავა

პირველ რიგში, ჩემი პატივისცემა ქართველებს იმისთვის, რასაც მიაღწიეს დამოუკიდებლობიდან ათწლეულების შემდეგ. ეს არ ყოფილა მარტივი გზა. გაიხსენეთ, რომ მათ თავს დაესხა ვლადიმერ პუტინი 2008 წელს და ჩვენ თითქმის არაფერი გავაკეთეთ. ამ უყურადღებობით ჩვენი ავტორიტეტი იქ დაკნინდა, ისევე, როგორც დაკნინდა უკრაინაში ჩვენი უმოქმედობით მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა უკრაინა მოიპარა 2014-ში. ზოგადად, მე მიმაჩნია, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ოდნავ ოპტიმისტები საქართველოსთან მიმართებით, ვიდრე ეს თქვენს შეკითხვაში იგულისხმება.

რატომ ვამბობ ამას? რადგან, ვლადიმერ პუტინი არ არის ხანგრძლივი ფიგურა, ეს დასრულდა. ზუსტად როდის და როგორ დასრულდება?! - დასრულდა. მას არ გააჩნია რესურსები, მას არ აქვს ადამიანური რესურსი, მას აღარ აქვს ექსპორტი, რომელიც წარსულში ჰქონდა და მას ჰყავს საზოგადოება, რომელიც ღრმად გაუცხოებულია არა ომის, არამედ ეკონომიკური გაჭირვების გამო, რასაც ახლა ორ უდიდეს ქალაქს მიღმა მცხოვრები ყველა ადამიანი გრძნობს. ის იმაზე მალე წავა, ვიდრე გვგონია და როგორც კი ეს მოხდება - ბატონი ივანიშვილიც წავა, მიუხედავად იმისა, რომ მან [ბიძინა ივანიშვილმა] ფული რუსეთიდან გამოიტანა და მთელი სიტუაცია საქართველოში შეიცვლება. მე ვფიქრობ, ყურადღება იმაზე უნდა გავამახვილოთ, თუ რა ხდება რუსეთში.

ეს განცხადება ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტის დამფუძნებელმა თავმჯდომარემ ფრედერიკ სტარმა აშშ-ის სენატში ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.