
არასრულწლოვნის ადევნების ფაქტზე პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია საფარი ავრცელებს.
ორგანიზაციის თანახმად, ივლისის თვეში საფარს მიმართა არასრულწლოვანმა, რომელთანაც პოლიციელი სისტემატური ხასიათის არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და გოგოს ნების წინააღმდეგ ფიზიკურად ეხებოდა.
საფარი წერს, რომ პოლიციელის ქმედების გამო, ბავშვს ცხოვრების სტილის შეცვლა მოუწია – ის ვეღარ დადიოდა იმ ადგილებში, სადაც მოძალადესთან შეხვედრა იყო მოსალოდნელი.
ასევე, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პოლიციელმა იცოდა მსხვერპლის არასრულწლოვნების შესახებ და, ასევე, გოგოს გაცხადებული ჰქონდა, რომ ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მისთვის არასასურველი იყო.
"საქმეში საფარის იურისტი მარი ვარამაშვილი ჩაერთო. მისი ჩართულობით ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და მოპოვებულ იქნა გოგოსა და პოლიციელს შორის შემდგარი მიმოწერა, რომელიც ადასტურებდა პირის მიერ ჩადენილ დანაშულს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
საფარის თანახმად, პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას 2 -დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.