აშშ-ის კონგრესში ქართული კოშმარის არაღიარების აქტს კიდევ ერთი, მე-9 თანაინიციატორი დაემატა

აშშ-ის კონგრესში ქართული კოშმარის არაღიარების აქტს კიდევ ერთი, მე-9 თანაინიციატორი დაემატა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ქართული კოშმარის არაღიარების აქტს კიდევ ერთი ახალი თანაინიციატორი ჰყავს.

ამჟამად აქტს, რომელიც ქართული ოცნების მთავრობის აღიარებას კრძალავს, 9 თანაინიციატორი ჰყავს. ესენი არიან:

  • რესპუბლიკელი ჯო უილსონი
  • დემოკრატი სტივ კოენი
  • რესპუბლიკელი მაიკლ ტერნერი
  • დემოკრატი ლოიდ დოჯეტი
  • რესპუბლიკელი მაიკლ ლოულერი
  • დემოკრატი ემანუელ კლივერი
  • დემოკრატი ჯიმ პანეტა
  • დემოკრატი თომას სუოცი

დღეს კანონპროექტს კიდევ ერთი ახალი თანაინიციატორი - იუჯინ ვინდმანი დაემატა.

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის არაღიარების აქტი ამერიკის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში იანვარში დარეგისტრირდა - წარმდგენი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, რომელიც მასზე ასევე რესპუბლიკელ კონგრესმენთან, სტივ კოენთან ერთად მუშაობდა.

ქართული კოშმარის არაღიარების აქტი კრძალავს ბიძინა ივანიშვილის, ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.

კანონპროექტი ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს.