ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროპულმა საბჭომ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
"თქვენი ადგილი ჩვენს ევროპულ ოჯახშია. დღევანდელი გადაწყვეტილება არის მთავარი წინგადადგმული ნაბიჯი თქვენი ევროკავშირის გზაზე. ახლა მძიმე სამუშაო უნდა გაგრძელდეს, რათა ბოსნია-ჰერცეგოვინამ სტაბილურად წაიწიოს წინ, როგორც თქვენს ხალხს სურს", - წერს მიშელი X-ზე.