ოზურგეთის სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა - მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაცია

ოზურგეთის სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა - მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაცია

ოზურგეთის სამგზავრო მატარებელს ხაშურთან ცეცხლი გაუჩნდა.

ამ წუთებში, მატარებლიდან მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს.

განახლება: საქართველოს რკინიგზის განცხადება:

"გომი-აგარას გადასარბენზე, ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში, მოხდა დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა დროულად და ამ წუთებში საქართველოს რკინიგზა მგზავრების ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანაზე მუშაობს, გზაშია დამატებითი მატარებელი. გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს მოკვლევა. მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ".

ფოტო: TV პირველის ვიდეოდან