ოცნების თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს

ოცნების თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს

ქართული ოცნების თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს. ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ერთხმად დაამტკიცეს.

დღეს ქართული ოცნების ყრილობა გაიმართა, რომელზეც პრემიერმინისტრობის კანდიდატიც წარადგინეს - თანამდებობას ირაკლი კობახიძე დაიკავებს.

29 იანვარს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.