ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებულებს აფხაზეთში ბინადრობის უფლება ჰქონდათ და მოქალაქეებს ე.წ. საზღვრის "უკანონოდ გადაკვეთაში" ეხმარებოდნენ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია.
აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "უცხო ქვეყნის მოქალაქეების არალეგალური მიგრაციის არხების ჩახშობის" შესახებ განაცხადა. დააკავეს რუსეთის ორი მოქალაქეც.