ზაპოროჟიეს რეგიონალური-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის ცნობით, რუსებმა ზაპოროჟიეზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 16 დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყეს. ფედოროვი ამბობს, რომ დაზარალებულებს ყველა საჭირო დახმარება უტარდებათ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთი სავარაუდოდ ზაპოროჟიეს მიმართულებით შეტევითი მოქმედებებისთვის ემზადება.