საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწმემ ჯეიმს ო'ბრაიენმა ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის საკითხზე ისაუბრა.
"ჩამოსვლამდე ვითხოვე შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, პრემიერმინისტრმა მითრა რომ ეს ვერ შემხვდებოდა, რადგან გვაქვს დე ფაქტო სანქციები მის მიმართ. სანქციები მის მიმართ ამ ეტაპზე არ არის და ასეთი ზეგავლენის მქონე ადამიანი რომ ასე არასწორადაა ინფორმირებული, შოკისმომგვრელი და იმედის გამაცრუებელია.
როცა პრემიერი ამბობს, რომ ეს მოქალაქე [ივანიშვილი] ამ მიზეზით ვერ შეხვდება საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორს, ეს არის ინდივიდუალური ინტერესის ქვეყნის საკონსტიტუციო ვალდებულებაზე მაღლა დაყენება, რომელიც გულისხმობს მეტ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან - ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებაზე", - განაცხადა
გუშინ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ მ ჯეიმს ო'ბრაიენის მხრიდან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის სურვილი იყო, თუმცა ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი თქვა.
გარდა ამისა, კობახიძემ აღნიშნა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ივანიშვილთან შეხვედრას სხვა უცხოელი დიპლომატები და პოლიტიკოსებიც აპირებდნენ, თუმცა ოლიგარქი შეხვედრებზე უარს ამბობდა.
ასევე, გუშინდელ ბრიფინგზე კობახიძესამთავრობო პროპაგანდისტული მედიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენს საქართველოში ბიძინა ივანიშვილის სანქცირების კონკრეტული პაკეტი ჩამოჰქონდა.
კობახიძემ თქვა, რომ ივანიშვილს არ აინტერესებს [სანქციების] საკითხი, რადგან ის ისედაც დე ფაქტო სანქციების ქვეშაა.