აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწმემ ჯეიმს ო'ბრაიენმა თქვა, რომ აშშ აქტიურად განიხილავს სანქციების საკითხს მათ მიმართ, ვინც ჩართულია საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაში.
გარდა ამისა, მან თქვა, რომ ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ აქვს "უკან დაბრუნების გზა". კერძოდ, მან დაასახელა კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობისგან მნიშვნელოვანია.
"თქვენ იკითხეთ სანქციების შესახებ - ჩვენ აქტიურად განვიხილავთ ვარიანტებს ამ სფეროში, წინასწარ არაფერს განვიხილავ, მაგრამ [სანქციების საკითხს] განვიხილავთ. ეს არ ეხება მხოლოდ მათ, ვინც სარგებელი იპოვა კორუფციისგან, არამედ მათაც, ვინც ჩართულია ადამიანის უფლებების დარღვევაში. [...]
საქართველოში მმართველი პარტიისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ჯერ კიდევ არსებობს უკან დაბრუნების გზა. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობის გარეშე. გახადონ უცხოელი აგენტების კანონი არა რუსულთან, არამედ ევროკავშირის კანონთან თავსებადი, არ მისცენ ჩინეთს საშუალება ააშენოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. ესაა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოსგან მნიშვნელოვანია", - თქვა ჯეიმს ო'ბრაიენმა.