ნორვეგია უკრაინის დახმარებას 7,8 მილიარდ დოლარამდე გაზრდის

ნორვეგია უკრაინის დახმარებას 7,8 მილიარდ დოლარამდე გაზრდის

ნორვეგია უკრაინის დახმარებას 7,8 მილიარდ დოლარამდე გაზრდის. ამის შესახებ ინფორმაცია ნორვეგიის პრემიერმინისრტრმა, იუნას გაჰს სტორემ გაავრცელა.

პრემიერმინისტრის თქმით, უკრაინისთვის ფულადი დახმარება 50 მილიარდი ნორვეგიული კრონით, ანუ 4,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

"ეს [ფულადი დახმარება] უკრაინას რუსეთთან დაპირისპირებაში დაეხმარება და გააძლიერებს სამშვიდობო გეგმას, რომელზეც ევროპის ქვეყნები მუშაობენ", - ნათქვამია განცხადებაში.