ნიდერლანდები უკრაინას ინფრასტრუქტურის აღსადგენად 209,5 მილიონ ევროს გადასცემს

ნიდერლანდები უკრაინას ინფრასტრუქტურის აღსადგენად 209,5 მილიონ ევროს გადასცემს

ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით, ნიდერლანდები უკრაინას 209,5 მილიონ ევროს გამოუყოფს. ინფორმაციას ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი კასპარ ველდკამპი X-ზე ავრცელებს.

ველდკამპის განცხადებით, ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის გარდა, პაკეტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საშუალებით (EBRD), ჰუმანიტარულ დახმარებასაც გულისხმობს.

ასევე, ნიდერლანდები უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდისთვის 45 მილიონ ევროს გასცემს და საჭირო აღჭურვილობასაც მიაწოდებს.

„სანამ ჩვენ ნიუ-იორკში ვიკრიბებით, უკრაინელები ემზადებიან ერთ-ერთი ყველაზე მოუდრეკელი ზამთრისთვის. უკრაინამ რომ გაუძლოს, მას ენერგია სჭირდება" , - წერს ველდკამპი.