ნიდერლანდები უკრაინას აშშ-ის შეიარაღების სისტემების €500 მილიონიან პაკეტს გადასცემს

ნიდერლანდები უკრაინას აშშ-ის შეიარაღების სისტემების €500 მილიონიან პაკეტს გადასცემს

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ ნიდერლანდები უკრაინას ამერიკული შეიარაღების სისტემების პაკეტს გადასცემს, რომლის ღირებულებაც, დაახლოებით, 500 მილიონი ევროა.

მისი თქმით, აღნიშნული პაკეტი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის კომპონენტებსა და რაკეტებს მოიცავს.

"უკრაინას ახლა მეტი საჰაერო თავდაცვითი სისტემები და საბრძოლო მასალა სჭირდება...

ეს უკრაინას დაეხმარება, დაიცვას საკუთარი თავი და დანარჩენი ევროპა რუსული აგრესიისაგან", - წერს ბრეკელმანს სოციალურ ქსელში.